ანგარება

36

ანგარება    მოქმედება პირადი გამორჩენის მიზნით

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ზევით აღმართულია გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.