ანაფორა

34

ანაფორა    მღვდლის ფართო და გრძელი სამოსი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ოვალურად მოხრილი თითები ნიკაპთანაა განთავსებული, ხელი ქვევით ეშვება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანსაცმელი“  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერებით, ხელები მკერდის დონეზე ეხება სხეულს და ქვევით მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.