ანატომია – მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმის (ადამიანის) აგებულებას
სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ორგანიზმი“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები მუშტებადაა შეკრული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შესახებ“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა – ზევით, ხელები ერთმენეთს საჩვენებელი თითებით ებმის ჯაჭვურად, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.