ანარეკლი

32

ანარეკლი    რამის ზედაპირზე არეკლილი სხივი; გამოვლენილი; გამოძახილი; ანაბეჭდი, კვალი.

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზე“ მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული მიმართულია წინ, მომდევნო ფაზაში თითები იშლება ფართოდ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხივი“ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ხელი მარცხნივ და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რგოლი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები ღია წრეს წარმოქმნის, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება გამეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და წელის  დონეზე.