ანანასი

31

ანანასი  სამხრეთული ტროპიკული ხილი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში  მოხრილი თითებით ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ვერტიკალზე, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული პირდაპირაა მიმართული და ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.