ანამნეზი

30

ანამნეზი    ავადმყოფობის განვითარების ისტორია, შედგენილი ექიმის მიერ ავადმყოფის ან მისი ახლობლების ჩვენებათა მიხედვით

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა გაშლილი და ქვევით მიმართული ხელისგულის ზედაპირს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ეს ორი ნაწილი ერთად ნიშნავს „ავადმყოფს“;  ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისტორია“  გადმოცემულია „ი“ დაქტილით ძველი ანბანიდან.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.