ანთოლოგია

45

ანთოლოგია  კრებული, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ავტორის რჩეული თხზულებანი, ლექსები

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობს წინ და უკან: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით;  (პირველი ორი ნაწილი ერთად ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „ავტორი“); ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „(წიგნის) სისქე“   მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითების განლაგებით გამოსახული ღია წრე. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების  დონეზე.