ანონიმური

52

ანონიმური   ხელმოუწერელი, უსახელო

 

ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერილი“   ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული,  მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ხელი ჯერ ტუჩის მარჯვენა მხრიდან ეშვება ქვევით, შემდეგ იმავე მოძრაობას იმეორებს ტუჩის მარცხენა მხრიდან. ჟესტი სრულდება მკერდისა და სახის დონეზე.