ანონიმი

51

ანონიმი    წერილობითი წყარო, რომლის ავტორის ვინაობაც უცნობია

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; (პირველი ორი ნაწილია ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „ავტორი“ / „მწერალი“). ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ხელი ჯერ ტუჩის მარჯვენა მხრიდან ეშვება ქვევით, შემდეგ იმავე მოძრაობას იმეორებს ტუჩის მარცხენა მხრიდან. ჟესტი სრულდება მკერდის, მხრებისა და სახის დონეზე.