არასდროს

არასდროს  –  არც როდის, არცერთ დროს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “არარა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

არარაობა

არარაობა  არარად ყოფნა, არაფრის მაქნისი, ღირებულების არმქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი  ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არარა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, სრულდება … Read more

Categories

არარა

არარა – არც ერთი რამ, არაფერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

არაჟანი

არაჟანი –  აუდუღარი რძის ნაღები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელის თითები ოდნავ მოხრილია ფალანგებში, მარჯვენა ხელით სრულდება  განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

არანორმალური

არანორმალური  – რაც არ შეეფერება ნორმად, წესად მიღებულს       ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ / „გონება“ – ქვემოთ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი და წვერით ეხება შუბლის მარჯვენა ნაწილს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნორმა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, მარცხენა მიმართულია წინ, … Read more

Categories

არამკითხე

არამკითხე   – ვინც სხვის საქმეში დაუკითხავად ერევა, მეტიჩარა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკითხვა“ – მარჯვენა ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, მარცხენა კი – მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელები ეხება სახეს ტუჩებთან, … Read more

Categories

არავისი

არავისი   –   არც ერთი ადამიანისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვისი“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ. … Read more

Categories

არავინ

არავინ   –  არც ერთი ადამიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მოძრაობს მარცხნივ. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

არავითარი

არავითარი  –  არც ერთი, არაფერი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეებს, ჯერ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, შემდეგ კი ხელები იმავე კონფიგურაციით გადაადგილდება მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

არადამაკმაყოფილებელი

არადამაკმაყოფილებელი  –   არასაკმარისი, რაც არ კამაყოფილებს მოთხოვნებს, არასაკმარისი, არასათანადო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკმაყოფილება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

არაარსებითი

არაარსებითი – რასაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვს,  ნაკლებად მნიშვნელოვანი, მეორეხარისხოვანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“  – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “გარეშე” – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

აჟურში ყოფნა

აჟურში ყოფნა  (აჟურში მოყვანა)  – მოგვარება, მოწესრიგება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სახისკენაა   მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები მსუბუქად ეხება სახეს და რკალური ტრაექტორიით ქვევით მოძრაობს.  ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

აპრილი

აპრილი – წელიწადის მეოთხე თვე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა  მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი  თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აპილპილება

აპილპილება  –  გაცხარება, გაწიწმატება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა   მიმართული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

აპარატი

აპარატი – ხელსაწყო, მოწყობილობა, აღჭურვილობა,  სპეციალური ტექნიკური ხელსაწყო რაიმე სამუშაოსათვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ელექტრონული“ / “ელექტრო“ / „დენი“ – წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელის ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტექნიკა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები თავისუფლად გაშლილი, ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories