არამკითხე – ვინც სხვის საქმეში დაუკითხავად ერევა, მეტიჩარა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკითხვა“ – მარჯვენა ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, მარცხენა კი – მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელები ეხება სახეს ტუჩებთან, შემდეგ ორივე ხელი ქვევით ეშვება და ეხება მკერდს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.
