არანორმალური – რაც არ შეეფერება ნორმად, წესად მიღებულს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ / „გონება“ – ქვემოთ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი და წვერით ეხება შუბლის მარჯვენა ნაწილს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნორმა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, მარცხენა მიმართულია წინ, ორივე ხელზე გაშლილია თითები, ცერები და საჩვენებელი თითები კრავს წრეებს, მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ქვევითაა განთავსებული, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.