არადამაკმაყოფილებელი – არასაკმარისი, რაც არ კამაყოფილებს მოთხოვნებს, არასაკმარისი, არასათანადო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკმაყოფილება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
