არაარსებითი – რასაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ნაკლებად მნიშვნელოვანი, მეორეხარისხოვანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “გარეშე” – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და რკალური ტრაექტორიით ქვევით მოძრაობს; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მნიშვნელოვანი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
