არარაობა არარად ყოფნა, არაფრის მაქნისი, ღირებულების არმქონე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არარა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
