ანკეტა

49

ანკეტა გარკვეული ფორმის მიხედვით შედგენილი ფურცელი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პიროვნება“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ორივე  ხელებით სრულდება სინქრონული მოძროაბა ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩამოწერა“ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელები ქვევით ეშვება სპირალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.