ანტრაქტი

56

ანტრაქტი შესვენება თეატრალური წარმოდგენის (ან რაიმე სხვა სანახაობის) ორ ნაწილს, ორ მოქმედებას შორის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დატრიალება“ ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები რკალურად მოძრაობს ერთმანეთის მიმართულებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შესვენება“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა მარჯვნივ, თითები შეკრულია მუშტებად, ხელები მკერდთან გადაჯვარედინებულია ერთმანეთზე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.