ინვალიდი

ინვალიდი  –   სუსტი, უძლური, შრომისუნარდაკარგული ადამიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია ქვევით განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული, მონაცვლეობითი მოძრაობა სხეულისკენ და ხელები მონაცვლეობით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

ინდაური

ინდაური  –   ქათმების ოჯახის მოზრდილი ფრინველი შეუბუმბლავი თავით და ნისკარტს ზემოდან ბიბილოსავით წანაზარდით   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ინგლისური

ინგლისური  –  ინგლისელების კუთვნილი, ინგლისელების დამახასიათებელი; ინგლისიდან მომდინარე, ინგლისში წარმოშობილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლონდონი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან – სხეულისკენ და თითები ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ – სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories

ინგლისი

ინგლისი  –  დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა ევროპაში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მარცხენა მხარს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

იმპორტი

იმპორტი  – საქონლის შემოტანა, შემოზიდვა საზღვარგარეთიდან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უცხოეთი“ / „საზღვარგარეთ“ – სხეულისკენ მიმართულია პირთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“ –  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ხოლო მარცხენა ხელი სხეულისკენაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელზე თითები … Read more

Categories

იმისი

იმისი –  მხოლობითი რიცხვის მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

იმედიანი

იმედიანი  –   მხნე, გულგაუტეხელი, იმედის მქონე   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება … Read more

Categories

იმედი

იმედი   –   სურვილის განხორციელების მოლოდინი, რწმენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება … Read more

Categories

იმათი

იმათი  –  მრავლობითი რიცხვის მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ის“ / „იგი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა … Read more

Categories

იისფერი

იისფერი  –  რაც ფერით იას მოგვაგონებს, მოწითალო ლურჯი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის დონეზე ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories

იზოლაცია

იზოლაცია  – ცალკე გამოყოფა, გამოცალკევება, გამიჯვნა,  ვინმესთან ან რამესთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი, ერთმანეთთან შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ივნისი

ივნისი –  კალენდარული წლის მეექვსე და ზაფხულის პირველი თვე, თიბათვე   ჟესტი გადმოცემულია დაქტილური ფორმით (ი, ლ).    

Categories

ივლისი

ივლისი  –  კალენდარული წლის მეშვიდე და ზაფხულის მეორე თვე, მკათათვე   ჟესტი გადმოცემულია დაქტილური ფორმით (ი, ნ).  

Categories

იერიში

იერიში –   სწრაფი თავდასხმა, შეტევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ტუჩების წინ განთავსებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ეხება მარცხენა  საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია  სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

იერი

იერი  –  სახის გამომეტყველება, შესახედაობა, გარეგნობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თვალს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ერთ სწორ ხაზზე განთავსებული ოდნავ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე … Read more

Categories