იღლია

091

იღლია  _  მხრის ძირი; ჩაღრმავება, ფოსო ადამიანის მკლავის ტანთან შეერთების ადგილას 

 

ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა იღლიას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ისევ

090

ისევ     კვლავ, ძველებურად, კვლავინდებურად, ხელახლა, კიდევ

 

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ის

089

ის  მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

იგივე

088

იგივე    ისევ იგი, ისევ ის

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ჯერ სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული, შემდეგ კი – განსვლითი ტრაექტორიის მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ია

087

ია   გაზაფხულის სურნელოვანი ლურჯი ყვავილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითებით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

იჯარა

9

იჯარა  უძრავი ქონების დროებით დაქირავება სათანადო ხელშეკრულების დადებით, არენდა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული

მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ზედ ადევს მარცხენა გაშლილ ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

იძულებითი

8

იძულებითი  ძალდატანებითი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია სახის წინ განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით.

ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

იყო

7

იყო    ყოფნა წარსულში

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ცერი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

იღბალი

6

იღბალი  კარგი ბედი, კარგი ხვედრი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, შუბლზე ჯვრის გარდასახვის მოძრაობას ასრულებს ხელი. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

იქაური

5

იქაური ვინც (ან რაც) იქ, იმ ადგილას ცხოვრობს ან იქიდანაა წარმოშობით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იქ“ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

იქ

4

იქ    იმ ადგილას, იმ მხარეს

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

იურისტი

3

იურისტი  სამართლის დარგის სპეციალისტი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

იუმორი

2

იუმორი    უწყინარი დაცინვა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრობა ქვევით, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით ხელისგული მიდებულია მკერდზე. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

იტალია

1

იტალია    ქვეყანა ევროპაში

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია მარცხნივ მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი და შუა თითები ესება ნიკაპს და ხელი მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ისტორიული

10

ისტორიული   რასაც ისტორია აქვს და განვითარება განუცდია

 

ორნაწილიანი ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისტორია“ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და არათითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრინდელი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საფეთქელთან განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

კატეგორია: