ინგლისური

9

ინგლისური    ინგლისელების კუთვნილი, ინგლისელების დამახასიათებელი; ინგლისიდან მომდინარე, ინგლისში წარმოშობილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლონდონი“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან სხეულისკენ და თითები ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და სახის დონეზე.