იმედი – სურვილის განხორციელების მოლოდინი, რწმენა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.