იმედიანი

5

იმედიანი     მხნე, გულგაუტეხელი, იმედის მქონე

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მკერდს; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძარაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.