იმპორტი

7

იმპორტი  საქონლის შემოტანა, შემოზიდვა საზღვარგარეთიდან

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უცხოეთი“ / „საზღვარგარეთ“ სხეულისკენ მიმართულია პირთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“   მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ხოლო მარცხენა ხელი სხეულისკენაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელზე თითები გაშლილია და ფალანგებში მოხრილი, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი იდაყვშია მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის  დონეზე.