იისფერი

2

იისფერი   რაც ფერით იას მოგვაგონებს, მოწითალო ლურჯი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ყვავილი“ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის დონეზე ფართოდ გაშლილი თითებით რკალურ მოძრაობას ასრულებს ზევიდან ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.