იზოლაცია

1

იზოლაცია  ცალკე გამოყოფა, გამოცალკევება, გამიჯვნა,  ვინმესთან ან რამესთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი, ერთმანეთთან შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.