იდუმალი

იდუმალი  –  ფარული, მალული, უხილავი, უჩინარი, საიდუმლო, ჩუმი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ,  გაშლილი ცერი თითი ჯერ მარჯვენა ლოყას ეხება და ქვევით მოძრაობს, შემდეგ მარცხენას და ისევ ქვევით მოძრაობს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია  სახის დონეზე.  

Categories

იდილია

იდილია  – მყუდრო, უშფოთველი, აუმღვრეველი ყოფა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, დიაგონალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ  და ზევით, ბოლო ფაზაში ერთმანეთთან ახლოს განთავსებულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

იდეოლოგია

იდეოლოგია  –   მსოფლმხედველობა, გარკვეული კლასის იდეათა, შეხედულებათა სისტემა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“ –  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა … Read more

Categories

იდენტური

იდენტური  –  სავსებით მსგავსი,  ერთნაირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსგავსება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები, დანარჩენი … Read more

Categories

იდეალური

იდეალური  – საუკეთესო, სრულყოფილი, საუცხოო, სამაგალითო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – წინ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

იდეა

იდეა   –    მსოფლმხედველობის ძირითადი პრინციპი,  დებულება, აზრი, შეხედულება, თვალსაზრისი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია  სახის დონეზე.  

Categories

იდაყვი

იდაყვი  –  მკლავის ის ნაწილი, სადაც ერთმანეთს უერთდება ზემხარი და ღერო, მკლავის მოღუნვის ადგილი გარედან   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და მარცხენა იდაყვზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მხართან განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

იგივე

იგივე   – ისევ იგი, ისევ ის   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი,  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული განმეორებადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

იგი

იგი  –  მესამე პირის ნაცვალსახელი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

იგავი

იგავი / იგავ-არაკი –  მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნით მთავრდება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აკადემიკოსი“ / „სიბრძნე“ („თავში ჩადება“) – ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და … Read more

Categories

იაფი

იაფი   –  მცირე ფასად ღირებული, მცირე ფასის მქონე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

იატაკი

იატაკი  –  შენობაში ძირს, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე დაგებული ფიცრის ან ფილების ფენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითები ერთმანეთს ზედ ადევს ჯვარედინად, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

იასამნისფერი

იასამნისფერი  – იასამნის ყვავილის ფერი, მოწითალო იისფერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იასამანი“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ლოყაზე მიდებულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული სახის წინ, ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება  რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

იასამანი

იასამანი  – ყვავილოვანი ბუჩქი იისფერი ან თეთრი პატარა სურნელოვანი ყვავილებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იასამანი“  – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ლოყაზე მიდებულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში … Read more

Categories

იავნანა

იავნანა  –  ბავშვის დასაძინებელი სიმღერა, ნანა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „რწევა“ – მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმღერა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური … Read more

Categories