იდენტური

3

იდენტური    სავსებით მსგავსი,  ერთნაირი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსგავსება“ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  სახის, მხრებისა და მკერდის  დონეზე.