იდეოლოგია

4

იდეოლოგია    მსოფლმხედველობა, გარკვეული კლასის იდეათა, შეხედულებათა სისტემა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის  დონეზე.