იასამნისფერი

4

იასამნისფერი  იასამნის ყვავილის ფერი, მოწითალო იისფერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იასამანი“ ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ლოყაზე მიდებულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული სახის წინ, ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება  რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.