იგავი / იგავ-არაკი – მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნით მთავრდება
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აკადემიკოსი“ / „სიბრძნე“ („თავში ჩადება“) – ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამონათქვამი“ / „ახსნა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.