ის
ის მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ის მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ირონიული – დამცინავი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ირიბი – არაპირდაპირი, გვერდულად გავლებული, დახრილი, ალმაცერი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
იოლი – ადვილი; მარტივი, უბრალო ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითები ეხება ნიკაპს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ინციდენტი – რაიმე უსიამოვნო შემთხვევა, გაუგებრობა, შეხლა-შემოხლა ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ინფორმაცია – ცნობა, ამბის შეტყობინება ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუბლთან მიტანილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სხეულისკენ მიმართული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მხრებთანაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.
ინტრიგა – 1. ფარული მოქმედება, ხრიკები 2. სიუჟეტის დაძაბული განვითარება ნაწარმოებში ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ინტონაცია – მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, რომელიც დამოკიდებულია ტონის აწევ-დაწევაზე, ხმის სახეცვალება სიმაღლის მიხედვით ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ყელს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბალი“ – მარცხნივ და ქვევით მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითები ერთად … Read more
ინტერნაციონალური – საერთაშორისო ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული, მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ინტელექტი – ადამიანის აზროვნების უნარი, გონება, ჭკუა, გონებრივი განვითარების დონე ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ინსტრუქცია – სახელმძღვანელო მითითება, დარიგება; რისამე შესასრულებლად საჭირო წესების კრებული ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ – მარცხენა ხელისგულზე განთავსებული … Read more
ინსტიტუტი – უმაღლესი სპეციალური სასწავლებლი ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია ქვევით განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული, მონაცვლეობითი მოძრაობა სხეულისკენ და ხელები მონაცვლეობით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ინსპექცია – ზედამხედველობა, დაწესებულების ან ორგანიზაციის მეთვალყურეობა ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით და ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ინჟინერი – უმაღლესი სამშენებელო ტექნიკური განათლების მქონე პირი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითები ჯვარედინად ადევს ერთმანეთს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერებისა და … Read more
ინიციატივა – თაოსნობა რაიმე საქმეში, რაიმე წამოწყებაში ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იდეა“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად … Read more