ინჟინერი

3

ინჟინერი   უმაღლესი სამშენებელო ტექნიკური განათლების მქონე პირი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითები ჯვარედინად ადევს ერთმანეთს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“   ხელისგულები მიმართულია წინ, ცერებისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და  მხრების დონეზე.