იერი

7

იერი    სახის გამომეტყველება, შესახედაობა, გარეგნობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თვალს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ერთ სწორ ხაზზე განთავსებული ოდნავ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.