ავლადიდება

ავლადიდება   _ რაც კი რამ აქვს, რაც აბადია, ქონება, სიმდიდრე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ცერით ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ავკაცი

ავკაცი   _ ბოროტი, ბოროტმოქმედი, ავსული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“  _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ ნეკია გაშლილი და სახისკენ მიმართული, ხელი ქვევით მიემართება;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა … Read more

Categories

ავთვალი

ავთვალი  _  ავი, ბოროტი თვალის პატრონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ; გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი თვალთან ლოყაზეა მიდებული ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცუდი“  _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვემოთ მიმართული ცერით, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

ავიაცია

ავიაცია _ თვითმფრინავების, საფრენი აპარატების ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“ _ ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა … Read more

Categories

ავი

ავი  _ ცუდი, უხასიათო, ბოროტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნერვიული“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

ავარია

ავარია  _  მარცხი, საგზაო შემთხვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად  შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს და ერთმანეთს ეჯახება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ავანსი

ავანსი  _   წინასწარ გადახდილი თანხა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა  _  მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩები თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა  წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სესხი“  _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და იხრება თითები, ბოლო ფაზაში თითები … Read more

Categories

ავადმყოფობა

ავადმყოფობა   _  დაავადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“  _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადადება“ _  მარჯვენა … Read more

Categories

ავადმყოფი

  ავადმყოფი _ პირი, რომელიც ავად არის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“  _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories

აეროპორტი

აეროპორტი   _ საჰაერო პორტი, აეროდრომი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, იკონური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“  _  ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ადგილი“/ „ტერიტორია“  _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

ადრინდელი

ადრინდელი  _    უწინდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარსული“ _ გაშლილი თითებით ხელისგული მიმართულია ზევით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ, უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაც იყო უკვე“  _ ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი მარცხენა ხელი გამოწეული ცერით ეხება მკერდს და ზევით მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ადრე

ადრე   _ უწინ, ახალ გათენებულზე ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია  _ აღმასრულებელი ორგანო ან ჯგუფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელმძღვანელი“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები სხეულისკენ მოძრაობს სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფროსი“ _  მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზემოთ აწეული ცერით, სხულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით … Read more

Categories

ადვოკატი

  ადვოკატი  _ იურისტი, რომელიც გამოდის დამცველად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „იურისტი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი მკერდს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“  _  წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული … Read more

Categories

ადვილი

ადვილი  _ რასაც დიდი სირთულე არ ახლავს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითების წვერები ნიკაპს ეხება, ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში თითები ოდნავ მოხრილია ცერის გარდა, მოძრაობა სრულდება ორჯერ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories