ავკაცი

avkaci

ავკაცი   _ ბოროტი, ბოროტმოქმედი, ავსული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“  _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ ნეკია გაშლილი და სახისკენ მიმართული, ხელი ქვევით მიემართება;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.