ავთვალი

avTvali

ავთვალი  _  ავი, ბოროტი თვალის პატრონი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ; გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი თვალთან ლოყაზეა მიდებული ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცუდი“  _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვემოთ მიმართული ცერით, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევიდან ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და  მკერდის დონეზე.