ავიაცია

aviacia

ავიაცია _ თვითმფრინავების, საფრენი აპარატების ერთობლიობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“ _ ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.