ავი

avi

ავი  _ ცუდი, უხასიათო, ბოროტი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნერვიული“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.