ადმინისტრაცია

administracia

ადმინისტრაცია  _ აღმასრულებელი ორგანო ან ჯგუფი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელმძღვანელი“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები სხეულისკენ მოძრაობს სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფროსი“ _  მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზემოთ აწეული ცერით, სხულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.