ადვოკატი

 

advokati

ადვოკატი  _ იურისტი, რომელიც გამოდის დამცველად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „იურისტი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი მკერდს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“  _  წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.