აზია

აზია   _ კონტინენტი, მსოფლიოს აღმოსავლეთი ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა  _ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი  _  ქვეყანა კავკასიაში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და საფეთქელთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

აზარტი

აზარტი  _ ძლიერი გატაცება   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწებება“_  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და  ქვევით ჩაწეული შუა თითებით, ცერები განმეორებითი მოძრაობით ეხება შუა თითებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ _ ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

ავყია

ავყია  _   ავის მთქმელი, ტრაბახა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ,  გაშლილი და ტუჩებზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი  თითებით, განზე გაწეული ცერითა და ნეკით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ავტორობა

ავტორობა    _  რამის ავტორად ყოფნა    ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი –  “ავტონომია“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და ხელი ასრულებს განმეორებად წრიულ მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა- ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ  განთავსებული მარჯვენა … Read more

Categories

ავტორიტეტი

ავტორიტეტი   _ აღიარება, სახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი _ მარჯვენა დომინანტი ხელი მუშტად შეკრული თითებითა და მარცხნივ მიმართული ხელისგულით ეხება ქვევით მიმართულ გაშლილ მარცხენა ხელისგულს და სრულდება მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ავტონომია

ავტონომია    _ მართვის დამოუკიდებლობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.   .  

Categories

ავტომატი

ავტომატი  _  2. ავტომატური იარაღი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი ოდნავ წინაა წაწეული, სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა  წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ავტომატი

ავტომატი  _ 1. აპარატი, მოწყობილობა, რომელიც ამუშავების შემდეგ რაიმე სამუშაოს ასრულებს თავისით, ადამიანის ჩაურევლად, შიდა მექანიზმის საშუალებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ფართოდ გაშლილი თითებით ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ხელები ერთმანეთისკენ ორიენტირებული რკალური მოძრაობით ქვევით ეშვება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ავტომანქანა

ავტომანქანა  _  სატრანსპორტო საშუალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ავტობუსი

ავტობუსი    _ საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ცერები ქვემოთა განთავსებული, ხელები მარცხნივ პარალელურად, ერთად მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე,

Categories

ავტობიოგრაფია

ავტობიოგრაფია  _ საკუთარი ბიოგრაფია, ავტორის მიერ თავისი ცხოვრების აღწერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი წვერებით ეხება ერთმანეთს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა- ჟესტი  „ბიოგრაფია“ (სიტყვასიტყვით _ „ჩამოწერა“)  _  წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს და … Read more

Categories

ავსტრია

ავსტრია   _ ქვეყანა ევროპაში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ერთმანეთის პარალელურად გაშლილი თითების რხევით ხელები წინ მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ავსტრალია

ავსტრალია  _  კონტინენტი სამხრეთში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები და თითები, მაჯაში მოხრილია ხელები, სრულდება რკალური მოძრაობა  წინ (ასახულია კენგურუს ნახტომის პანტომიმა). ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ავსება

ავსება   _  შევსება რამეთი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდენილია მკერდის დონეზე.

Categories