ავტორიტეტი

avtoriteti

ავტორიტეტი   _ აღიარება, სახელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი _ მარჯვენა დომინანტი ხელი მუშტად შეკრული თითებითა და მარცხნივ მიმართული ხელისგულით ეხება ქვევით მიმართულ გაშლილ მარცხენა ხელისგულს და სრულდება მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.