აიაზმა

აიაზმა  _  ნაკურთხი წყალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯვარი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მოძრაობით გამოისახება ჯვარი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. … Read more

Categories

ათლეტი

ათლეტი  _    კარგი აღნაგობის ადამიანი, სპორტსმენი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ოთხკუთხედი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მომდევნო ფაზაში ხელები იცვლის პოზიციას, მარჯვენა ხელი ზევით გადადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ,  ქვევით მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ძლიერი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებითა და განზე … Read more

Categories

ათინათი

ათინათი  _  ჭუჭრუტანიდან ბნელში შემოტანებული სინათლის სხივი,   არეკლილი, ათამაშებული სინათლის (მზის, მთვარის) სხივი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „(დახურულის) გაღება“ _ წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭუჭრუტანა“ _ … Read more

Categories

ათი

ათი  _  რიცხვი 10   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი,  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება თითების წვერებს და ხელები თითებით ერთმანეთს ეხება. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ათეული

ათეული  _   ათი − აღებული, როგორც ერთი მთლიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ათი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება თითების წვერებს და ხელები თითებით ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილი ერთხელიანი, დინამიკური ფორმაა, მარჯვენა ხელი გაშლილი თითების რხევით ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ათეიზმი

ათეიზმი  _  ურწმუნოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღმერთი“ _ შუბლზე მიდებულია მუშტად შეკრული ხელი წინ მიმართული ხელისგულით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ _ ზევით მიმართული მარცხენა გაშლილი ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელის თითები გარეთ მიმართული რკალური მოძრაობით უარყოფას გვიჩვენებს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ათასგვარი

ათასგვარი  _  მრავალგვარი, მრავალნაირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ათასი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ქვემოთ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: … Read more

Categories

ათასი

ათასი  _ რიცხვი 1000   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ქვემოთ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აზროვნება

აზროვნება  _  გონიერება, ფიქრის უნარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“  _ ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა საფეთქელთან. … Read more

Categories

აზრიანი

აზრიანი  _  დაფიქრებული, გონივრული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა- ჟესტი „ჩამოწერა“ / „ჩამოყალიბება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და სპირალური … Read more

Categories

აზოტი

აზოტი  _  ქიმიური ელემენტი, ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, უსუნო, უფერო აირი (გაზი), რომელიც არ იწვის   წარმოდგენილია „ა“ და „ქ“ დაქტილები („აზოტი“ და „ქიმია“).   )

Categories

აზომვა

აზომვა  _  ზომის აღება, მოზომვა, გაზომვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა  ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

აზიური

აზიური   _  აზიიდან შემოსულ-შემოტანილი, აზიის ან აზიელისთვის დამახასიათებელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“  _ ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა  _ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „დანიშნულება“ … Read more

Categories

აზიზი

აზიზი  _  ფაქიზი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფაქიზი“ / „მოვლა“  _  წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღზრდა“   _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა … Read more

Categories

აზიელი

  აზიელი    _  აზიის მცხოვრები   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი … Read more

Categories