ათლეტი

aTleti

ათლეტი  _    კარგი აღნაგობის ადამიანი, სპორტსმენი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ოთხკუთხედი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მომდევნო ფაზაში ხელები იცვლის პოზიციას, მარჯვენა ხელი ზევით გადადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ,  ქვევით მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ძლიერი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებითა და განზე გაწეული იდაყვებით. ჟესტი სრულდება სახისა და წელის დონეზე.