ათინათი

aTinaTi

ათინათი  _  ჭუჭრუტანიდან ბნელში შემოტანებული სინათლის სხივი,   არეკლილი, ათამაშებული სინათლის (მზის, მთვარის) სხივი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „(დახურულის) გაღება“ _ წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭუჭრუტანა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითით იხაზება წრე, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ბოლო ფაზაში გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.