აიაზმა

aiazma

აიაზმა  _  ნაკურთხი წყალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯვარი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მოძრაობით გამოისახება ჯვარი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.