აზროვნება

azrovneba

აზროვნება  _  გონიერება, ფიქრის უნარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“  _ ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა საფეთქელთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.