ათეიზმი

aTeizmi

ათეიზმი  _  ურწმუნოება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღმერთი“ _ შუბლზე მიდებულია მუშტად შეკრული ხელი წინ მიმართული ხელისგულით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ _ ზევით მიმართული მარცხენა გაშლილი ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელის თითები გარეთ მიმართული რკალური მოძრაობით უარყოფას გვიჩვენებს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.