აზარტი _ ძლიერი გატაცება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწებება“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითებით, ცერები განმეორებითი მოძრაობით ეხება შუა თითებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ _ ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.