ავტობიოგრაფია

avtobiografia

ავტობიოგრაფია  _ საკუთარი ბიოგრაფია, ავტორის მიერ თავისი ცხოვრების აღწერა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი წვერებით ეხება ერთმანეთს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა- ჟესტი  „ბიოგრაფია“ (სიტყვასიტყვით _ „ჩამოწერა“)  _  წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს და სპირალური ტრაექტორიით ხელები ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.